გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიში უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. შეგახსნებთ, რომ ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.