მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სათბურის აირებმა ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო. კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის ქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 5 წელი იყო რეკორდულად ცხელი, რასაც თან ახლავს ბუნებრივი კატასტროფების, გვალვების და ხანძრების გახშირება. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.