ლეგო, რომლის ოფიციალური სახელი იწერება LEGO — კომპანია, რომელიც მდებარეობს ქ. ბილუნდში. მთავარი პროდუქცია არის ლეგო ჯგუფის მიერ წარმოებული სათამაშო კონსტრუქტორების სერია. ეს არის სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შესადგენი კონსტრუქტორები, რაშიც შედის როგორც კაცუნები, ასევე სხვადასხვა ნივთი, შენობა, გადაადგილების საშუალება თუ სხვა რამ. აწყობილი ფიგურის დაშლა ადვილია. ამასთან, თავისუფლად არის შესაძლებელი ამა თუ იმ ფიგურის მიღება, ერთი და იგივე დეტალების გამოყენებით. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლეგოს გიგანტური პარკი, რომელშიც მთელი ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი.
ოლე კირკ კრისტიანსენი დანიელი მეწარმე და გამომგონებელი, კომპანია LEGO-ს დამფუძნებელი დაიბადა 1891 წელს დასავლეთ დანიაში. ის ღარიბ ფერმერთა ოჯახში მე-10 შვილი იყო. და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფუფუნებაში არ ცხოვრობდნენ, შვილებს საშუალო განათლება მისცეს. ამავე დროს 14 წლის ოლე უფროსი ძმისგან სწავლობდა, ხეზე მუშაობას, რაც მისი მომავალი ცხოვრების გზის მიმართულებად იქცა. როგორც კი სრულწლოვანი გახდა ოლემ დატოვა დანიას სამუშაოდ საზღვარგარეთ გაეშურა სადაც სხვადასხვა საქმე მოსცადა მათ შორის მუშაობდა დურგლად ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი ნორვეგიაში სადაც გაიცნო კირსტინ სორენსენი, რომელზეც მალევე იქორწინა. მათ შეეძინათ ოთხი ვაჟი - იოჰანესი, კარლ გეორგი, გოტფრიდი და გერჰარდი. იმისათვის რომ ოჯახი ერჩინა გახსნა კერძო სახელოსნო, სადაც გულმოდგინედ ასრულებდა შეკვეთებს და აგროვებდა გამოცდილებას, თუმცა ერთ დღეს გაურკვეველი მიზეზებით გაჩენის ხანძრის გამო მისი სახელოსნო სრულიად განადგურდა, კირკმა კი გადაწყვიტა ოჯახით სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1916 წელს დანიაში და თავისი დანაზოგით იყიდა ბილუნდის სადურგლო და ხე-ტყის საწყობი, რომელიც მისი ხე-ტყის მაღაზია და სახლი გახდა. სამწუხაროს, 42 წლის ასკში კირკის საყვარელი მეუღლე კირსტინი გარდაიცვალა და ოლე მარტო დარჩა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ეს ძალიან მტკივნეული იყო მისთცვის, მაგრამ შვილების გასამხნევებლად და ოჯახის სარჩენად მან თავი ხელში აიყვანა და ახალი შემართებით შეუდგა იმ საქმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად იცოდა და გამოსდიოდა. 1951 წლისთვის პლასტმასის სათამაშოები შეადგენდა Lego-ს კომპანიის პროდუქციის ნახევარს, დანიური სავაჭრო ჟურნალი "Toy Times" 50-იანი წლების დასაწყისში, ლეგოს ქარხანაში სტუმრობისას, წერდა, რომ პლასტმასს ვერასოდეს შეცვლიდა ტრადიციულ ხის სათამაშოებს. მიუხედავად ამისა, ლეგოს კონსტრუქტორები, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო რაც უმეტესწილად ოლე კირკის მიერ დადგენილი მაღალი სტანდარტების დამსახურება გახლდათ. ლეგოს კუბიკების წარმოება ხდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. Lego Group-ის შეფასებით, ხუთი ათწლეულის განმავლობაში მან დაამზადა 400 მილიარდი ლეგოს აგური. კუბიკების წლიური წარმოება საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 36 მილიარდს, ანუ წამში დაახლოებით 1140 ელემენტი მზადდება. 2006 წელს BusinessWeek-ის სტატიის მიხედვით, Lego შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოში ნომერ პირველ საბურავების მწარმოებლად; ქარხანა წელიწადში დაახლოებით 306 მილიონ პატარა რეზინის საბურავს აწარმოებს.