2010-2016 წლების განმავლობაში, სათამაშო ბიზნესის სფეროში 1 471 ნებართვა გაიცა. შემოსავლების სამსახურის მონაცემების თანახმად, 2010 წელს გაიცა 484 ნებართვა, 2011 წელს - 245; 2012-ში - 208; 2013 წელს გაცემულმა ნებართვებმა 105 შეადგინა; 2014 წელს - 165; 2015-ში - 125 ნებართვა გაიცა ხოლო 2016 წელს კი 139. პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ონლაინ-აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. ჯგუფის ინიციატივით აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა გაიზარდოს.