14:26
20 სექტემბერი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სათამაშო ბიზნესი საქსტატთან თანამშრომლობისთვის მზადაა
12-07-2018

საქსტატსა და საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე, ორგანიზაცია მისი წევრი კომპანიების შესახებ საქსტატს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. სათამაშო ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ინდუსტრიის შემოსავლებისა და მოგების შესახებ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესისთვის 2017 წლიდან გაზრდილ გადასახადებს, სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ინდუსტრიამ ახალ რეგულაციებზე მორგება ვერ მოასწრო. ბიზნესომბუდსმენის აპარატში კი აცხადებენ, რომ სფეროში  ბალანსის დაცვა აუცილებელია.

აფბას ანალიტიკოსის განმარტებით, აზარტული თამაშების სფეროს რეგულირების საკითხი საქართველოში უკვე წლებია ჭიანურდება. ანდრია გვიდიანის განმარტებით,  მოსაწესრიგებელია აღნიშნული ბიზნესის დაბეგვრის საკითხიც.

აზარტული თამაშების ბრუნვა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. საქსტატის ცნობით, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული კომპანიების შემოსავალმა  გასულ წელს 5 მილიარდ 649 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთანავე, 2017 წელს ათი ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის ჩამონათვალში სამი ტოტალიზატორი იყო.

AutoPlay
იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ელიავას ბაზრობის "აკადემ" ქალაქისა და ორთაჭალის ბაღების განვითარების დასაგეგმად 1.3 მლნ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აგვისტოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოს ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის წარმომადგენელი ოფიციალური დელეგაცია ეწვია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"საქსტატი" - მე-2 კვარტალში მშპ-ს მაჩვენებელმა 10 168,4 მლნ ლარი შეადგინა
19-09-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები