პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელები ყოველკვარტალურ მოსაკრებელს ახალი რეგულაციით გადაიხდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში მიიღეს. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ზღვარი გაიზარდა როგორც სათამაშო აპარატების, ასევე სამორინეს მაგიდაზე და ინტერნეტთამაშებზე. სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან სამორინეს შემთხვევაში მაგიდაზე 30 000 ლარიდან მოსაკრებელი 40 000 ლარამდე გაიზარდა. სისტემური ელექტრონული ფორმით მოთხოვნილ თამაშობაზე 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე. თითოეულ მაგიდაზე 10 000 ლარიდან გაიზარდა 14 000 ლარამდე.