სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა. როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასულიერო პირს ნინო ჩიქაოვანის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.