მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებს აკურთხებენ. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართნენ. რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართებიან, რომლებსაც ნაკურთხ წყალს დაასახამენ.
როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, ამ ფორმით სასულიერო პირებიდ ა მრევლი უფალს დახმარებას სთხოვს, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.