სასულიერო პირებმა ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი მამა ანდრია თურმანიძემ და დეკანოზმა არჩილ ჩხარტიშვილმა გადაიხადეს. სასტუმრო „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი.