სასულიერო პირების ნაწილმა ფილმის, „და ჩვენ ვიცეკევბთ“ ჩვენება თბილისი გალერეასთანაც გააპროტესტეს. მათ პარაკლისიც აღავლინეს. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ფილმი შეიცავს უზნეობას, რასაც ქადაგებით და ლოცვებით ეწინააღმდეგეებიან. სასულიერო პირების თქმით, მათი პროტესტი მშვიდობიანია და არ შეიცავს არანაირ ძალადობას. მათ ბანერიც ჰქონდათ მიტანილი წარწერით: "ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია!"