სასულიერო პირების განმარტებით, მათ ყველაფერი გააკეთეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის და რატომ არ იღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, ეს მათთვის უცნობია. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით პრეზიდენტი არაა ვალდებული ანგარიში ჩააბაროს ვინმეს, რატომ იწყალებს, ან არ იწყალებს ადამიანს. თავის მხრივ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნშნა, რომ ზოგადად, საპატრიარქოს შუმდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტია დაკმაყოფილებული შეწყალების თაობაზე.