სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. როგორც პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, შეხვედრაზე არჩევნებზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრეს.ამასთან, მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, საპროტესტო აქციას მოწოდებით -„ჯალათი ციხეში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „მორალური კოლაფსი“ განიცადა, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ.