საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სიახლე შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს და სექტორში 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურს დატოვებს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი.