სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ვატელის" საქართველოში გახსნის თაობაზე, სეუ-ს, ბლოკ ინვესტსა და ვატელ ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ვატელ ჯორჯია საქართველოში ფრანგულ საერთაშორისო დიპლომს გასცემს. უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამა მოიცავს როგორც ბაკალავრიატს ასევე მაგისტრატურას. "ვატელი" არის ნომერ პირველი ბიზნეს სკოლა სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი.