2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ - 0.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის (პიემსიჯის)კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად - 6.5%-ით აჭარაში გაიზარდა, შემცირებით კი ყველაზე მეტად 8.1%-ით კახეთში შემცირდა.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა; საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 1.8%-ით შემცირდა.