2018 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2.7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად - 10.1%-ით აჭარაში გაიზარდა. რაც ძირითადად, ქობულეთისა და ბათუმის სასტუმროების ფასების ზრდამ განაპირობა.ამასთან, კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ივლისში, 2.9%-ით; საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი - 3.2%-ით გაიზარდა.