2018 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულტაციო ცენტრ PMCG-ის კვლევაშია მოცემული.მათივე ცნობით, სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასები, იანვართან, ყველაზე მეტად რაჭასა და თბილისში შემცირდა, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა კი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 3.2%-ით შემცირდა. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონე აღნიშნული ტიპის სასტუმროებში უმნიშვნელოდ - 0.9%-ით შემცირდა.