2018 წლის სექტემბერში საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით, 5.9%- ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიასა და აჭარაში შემცირდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMC-ის (პიემსი) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, საქართველოს ათ რეგიონსა და თბილისს შორის, სასტუმროს ფასები სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, მხოლოდ რაჭაში გაიზარდა. თბილისში კი ფასების დონე - არ შეცვლილა.
საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი - 5.7%- ით შემცირდა.