საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMC-ის (პიემსი) კვლევაშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, მოცემულ პერიოდში საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 0.4%-ით; ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.3%-ით შემცირდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სასტუმროების ფასების ინდექსი ოქტომბერში 7.2%-ით გაიზარდა.