სოფელ სნოში სასტუმრო "სნოს" გახსნის ცერემონიაზე "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ოთხტომეული "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი" წარადგინეს. წიგნი საპატრიარქოს არქივში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არის მომზადებული. როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა განაცხადა, ოთხტომეული მოიცავს უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთელ დოკუმენტაციას, პირად წერილებს, ჩანაწერებს, უმდიდრეს არქივს და საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებს უტყუარი დოკუმენტური მასალით გადმოსცემს. სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ს ამ წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადეს.