სასტუმრო "რუმსში" ხანძირის შედეგად 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი განადგურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს მე-5 სართულზე გაჩნდა, სადაც კომუნიკაციისა და ვენტილაციის კვანძებია განთავსებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცეცხლის ლოკალიზებაში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 15 ეკიპაჟი და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა. ადგილზე ვითარების გასაცნობად გვიან ღამით მივიდა დედაქალაქის მერიც.