სასტუმრო "რამადა ენკორ თბილისში" პირველი "შავი ლომის ჰაბი" გაიხსნა. რესტორანი ბრენდის ერთგვარი ფლაგმანი გახდება, სადაც 16 ივნისიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ ექსკლუზიურად დააგემოვნონ პირველი ქართული "კრაფტ" ლუდის "შავი ლომის" ოთხივე ქვეკატეგორიის პრემიალური ჩამოსასხმელი კრაფტ ლუდი და ბრენდის ყველა სახეობის ბოთლის ლუდი. ოფიციალურ გახსნამდე მედიის წარმომადგენლებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის "კრაფტ" ლუდის დეგუსტაცია მოეწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა გემოსა და არომატის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით.