21:52
29 ივლისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული დროებითი მოთავსების იზოლატორშია და დუმილის უფლებას იყენებს - რას ამბობს ადვოკატი?
08-05-2019

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატის, არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გამორიცხულია მას პროსტიტუციისთვის ადგილი ვინმესთვის გადაეცა. ამის შესახებ დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წაყენებული აქვს 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა! მისი პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, ეს გამორიცხულია იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება თავის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმა არ შემიძლია. ბრალი წაყენებული აქვს და, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება სასამართლო პროცესი", - განაცხადა დვალიშვილმა.

AutoPlay
პრემიერმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
დავით ბაქრაძის განცხადებით, შარლ მიშელის განცხადება არის მცდელობა, რომ შეთანხმება გადარჩეს
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადასცეს
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
"გირჩში" თვლიან, რომ შარლ მიშელი უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან გამოდის, რომ მის ძალისხმევას აზრი არ ჰქონია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
იაგო ხვიჩიასთვის გაუგებარია, რატომ ტოვებს მელია მანდატს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გოგა ბოკერიას შეფასებით, პარლამენტი არა მარტო მელიას, არამედ მთელ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა დაეტოვებინა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები