სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. როგორც დაცვის მხარის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართავენ. კიდევ ერთი ადვოკატი ბადრი ბერიძე ამბობს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე ფატი იაუზი სასტუმროში ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო, ხოლო საქართველოს მოქალაქე გიორგი მიქელაძე - ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელი პირი. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.