სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფატი იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფატი იაუზის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. როგორც პროკურორებმა განაცხადეს, აღნიშნულ პირებს სასტუმრო "ლეოგრანდში" უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდათ.ხანზარი სასტუმრო ლეოგრანდში გასული წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.შსს-მ სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია 23 მარტს გაავრცელა. მეორე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.