სასწრაფო დახმარების თანამშრომლების 2 თვიანი პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასების 100%იანი ზრდა და წლის ბოლომდე კოვიდ დანამატების შენარჩუნებაა. აქციის მონაწილეებმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი- მინისტრის სახელზე დაწერილი წერილი ჩააბარეს, სადაც მათი მოთხოვნები მკაფიოდაა გაჟღერებული. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების განმარტებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერნამენტულ აქციებს გააგრძელებენ.