06:03
27 ივნისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასწრაფოს მძღოლს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას ადმიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
11-01-2019

სასწრაფოს მძღოლს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას ადმიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5-ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

მათი განმარტებით ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიება ვერ იზრუნველყოფს იმ საფრთხეებს რაც ბრალდებულის გათავისუფლებას შეიძლება ახლდეს. ამასთან პროკურატურამ ბრალის ფორმულირებისას აღნიშნა რომ მძღოლს ჩაეძინა რის გამოც მან დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვისას. ადვოკატის თქმით ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა არ შეიძლება მტკიცება რომ მძღოლს ჩაეძინა. დაცვის მხარის პოზიციით არ არის გამორიცხული რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება. შესაბამისად ადვოკატის პოზიციით ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახე არ უნდა იყოს გამოყენებული. მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო და პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა. წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

AutoPlay
აქციის ორგანიზატორები 27 ივნისს 21:00 საათზე, ივანიშვილის სახლთან მსვლელობას გეგმავენ
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აქციის მონაწილეებმა თვალები წითელი თვალებით აიხვიეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აქციის მონაწილეების განცხადებით, 20-21 ივნისს დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ხელისუფლებას ხალხის თვალში ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული - გია ხუხაშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის - ნინო ლომჯარია
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აქციის ორგანიზატორის განცხადებით, 29 ივნისს თავისუფლების მარში იგეგმება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები