დღე-ღამეში 24 საათი, 7 დღე კვირაში და 365 დღე წელიწადში, გვიგულეთ თქვენს სამსახურში! - სწორედ ესაა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კოლექტივის მთავარი სლოგანი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაბადება 1909 წელს უკავშირდება. მისი ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარებას სულ ორი თუ სამი ექიმი ჰყავდა, რომლებიც პაციენტის სანახავად სამედიცინო ეტლით დადიოდნენ.
დღეს თბილისის მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული 97 ბრიგადა ემსახურება. ტერიტორიული პრინციპით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში განთავსებულია 14 რაიონული სამსახური და მოიცავს მთელს ქალაქს. თბილისის ერთ–ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის მთავარი მიზანი, ქალაქის მოსახლეობისთვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა და არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც მათი წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგია.