სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ბრალი წარედგინა, საავადმყოფოში გადაიყვანეს - ექიმის კომენტარი მის მდგომარეობაზე - Palitra News

სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ბრალი წარედგინა, საავადმყოფოში გადაიყვანეს - ექიმის კომენტარი მის მდგომარეობაზე

2019-01-09 19:35:58+04:00

სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა, რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.მას შემდეგ, რაც მძღოლს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.როგორც ექიმი აცხადებს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.