თელავის მუნიციპალიტეტში შვილმა დედა მოკლა. როგორც "პალიტრანიოუსს" მეზობლებმა განუცხადეს, სოფელ კონდოლში კონფლიქტის ნიადაგზე 91 წლის ქალს შვილმა სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია.