გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ადგილობრივების ინფორმაცით, ცოლ-ქმარს გარდაბანში პატარა ბიზნესი აქვს, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ. ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ.გარდაცვლილების ვაჟი რუსეთში ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მკვლელობის ადგილზე კედლებზე წარწერები დატოვეს, სადაც მოკლულების ვაჟს უხმობენ: "დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“.შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).