სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.ამავდროულად, იგეგმება პარლამენტში დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა.