სოფელ კვირიკეში, ადგილობრივებმა საავტომობილო გზა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს. მათი თქმით, ოჯახებს სასმელი წყალი უკვე ერთი კვირაა გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი ყვებიან, რომ სოფელში სამშენებლო კომპანია ინერტულ მასალას მოიპოვებს. სამუშაოების დროს ხშირია აფეთქებებიც.აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ წყლის რეზერვუარი ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს დაზიანდა.ადგლობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებიც დაიბზარა.დაშრა წყაროს წყლებიც.ლოდებით დატვირთული მძიმე ტექნიკა კი სოფლის გზას აზიანებს.ქობულეთის მერი წყლის რეზერვუარის დაზიანების ფაქტს არ ადასტურებს. მირიან ქათამაძის თქმით, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან.