სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში 70-მდე პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ადვოკატმა კახაბერ შინჯიაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა შიმშილობა ერთ-ერთი პატიმრის - კახა ბასილაძის გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული ტუბერკულიოზით იყო დაავადებული და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მისივე განმარტებით, ავადმყოფი საკანში ჯანმრთელ პატიმართან ერთად ჰყავდათ განთავსებული. თავად მოშიმშილე პატიმრები მომხდარში ადმინისტრაციასა და მედპერსონალს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შიმშილობის აქციით ციხის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.