ხმაური ზუგდიდში - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე, რომელზეც მთელი რეგიონის მასშტაბით პოლიტსაბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, დაპირისპირება მოხდა. ოფისიდან გამოსული დელეგატების თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება კანდიდატების დასახელებას მოჰყვა. ნაციონალების ნაწილისთვის რამდენიმე კანდიდატი მიუღებელი და სამარცხვინოა, მათ შორის ზაალ გოროზიას, ლევან კონჯარიას, თემურ ბასილაიას, გელა თოლორაიას, ანა წითლიძის და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის გვარები დასახელდა. ადგილზე იმტყოფებიან პარტიის ლიდერებიც - ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და ხატია დეკანოიძე.