ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სრულიად ახალ ქალაქს სტუმრობს, ნაცნობია სივრცეში ორიენტაციასთან დაკავშირებული დაბნეულობა, როდესაც მატარებლის სადგურიდან გამოდიხარ და არ იცი, რომელ მხარეს წახვიდე. ორიენტირება შეიძლება maps-ის აპლიკაციის გამოყენებითაც კი რთული იყოს.Google დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემას დამატებითი რეალობის ტექნოლოგიით მოაგვარებს. Google maps-ის გუნდმა Business Insider-ს შესაძლებლობა მისცა, მისი ახალი დამატებითი რეალობის ფუნქცია გამოეცადა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის შექმნილი. Google maps-ის გუნდის განმარტებით, ფუნქცია ჯერ საწყის ეტაპზეა და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ადგილობრივი გიდებისთვის - ენთუზიასტებისთვის, ვინც პროდუქტთან დაკავშირებით სასარგებლო უკუკავშირი უნდა იქონიონ. ის თუ როდის იქნება პროდუქტი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, უცნობია.