პუანსეტია უნიკალური და ძალიან ლამაზი საშობაო მცენარეა. მას სხვაგვარად ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდაც არსებობს: თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და შობის ღამეს მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის მცენარედ მოიაზრება.
თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე "დააბნელოთ". ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება. უკვე შუა გაზაფხულიდან შეგიძლიათ, უხვად მორწყათ, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს და მიხვდებით, რომ წყალი სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ უხვად.