"საშინელი კივილი იყო, გავიქეცით და პირდაპირ შევეფეთეთ" - გარდაცვლილი ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილზე და თვითმხილველი, რომელმაც საზარელი ფაქტი პირველმა ნახა - Palitra News

"საშინელი კივილი იყო, გავიქეცით და პირდაპირ შევეფეთეთ" - გარდაცვლილი ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილზე და თვითმხილველი, რომელმაც საზარელი ფაქტი პირველმა ნახა

2019-05-25 14:58:36+04:00

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნასთან დაკავშირებით, თვითმხილველები დეტალებს ჰყვებიან. როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, მან ვარდნის ხმა გაიგო და გარეთ გავიდა, რა დროსაც ბავშვი გადმოვარდნილი ნახა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა.მათივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის მე-8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვის დედა სავარაუდოდ, მაღაზიაში იყო ჩასული.

იხილეთ:

პირველი კადრები ტრაგედიის ადგილიდან: დიდ დიღომში 3 წლის ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა

"დედას უკვე ხელში ეჭირა, მივედით იქნებ ვუშველოთო, მაგრამ უკვე დაღუპული იყო" - რას ვითარება დახვდათ ტრაგედიის ადგილზე მისულ მეზობლებს დიდ დიღომში?