თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ზოდელავა თბილისში, "ნიუჰოსპიტალშია" გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ზაზა შენგელია ავრცელებს.
"დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ", - აცხადებს ზაზა შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ: ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა - თბილისის ყოფილი მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა