ტყვიის საფასურის დღევანდელი გმირი, ეთნიკური სომეხი, აშოტ პეტროსიანი თურქეთში დაიბადა. მამა 1914 წელს საომარ მოქმედებებს შეეწირა. თურქულ გენოციდს გამოექცა დედა, თავად აშოტი და მისი უმცროსი და ურმით საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ცოცხალმა მხოლოდ 6 წლის აშოტმა ჩამოაღწია და კოჯორში, ბავშვთა სახლში გაიზარდა.