საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ავრცელებს. „საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის ნაცვლად, პასუხად, ოპოზიციამ წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი, და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად.