2016 წლის წინასწარი მონაცემებით, საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 239 ათას 200 ჰექტარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 69.2 ათასი ჰექტარით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობი, წინასწარი მონაცემებით, 59 ათასი ჰექტარია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 0.9 ათასი ჰექტარით ნაკლებია. მათივე ცნობით საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 180 ათას 200 ჰექტარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 68.3 ათასი ჰექტარით ნაკლებია.