01:19
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
საშა ვალცი საქართველოში - ცეკვა მონაზვნებისთვის და ქორეოგრაფის საჩუქარი ქართველ მაყურებელს
30-03-2016
მსოფლიოში ცნობილი ქორეოგრაფი საშა ვალცი საკუთარ სპექტაკლებში აღარ მონაწილეობს. საქართველოში ერთადერთი მოულოდნელი იმპროვიზაცია მან ბოდბის დედათა მონასტრის სატრაპეზოში მონაზვნებისთვის შეასრულა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს შესახებ გადაღებული ერთი ვიდეორგოლის ნახვა საკმარისი აღმოჩნდა, ფესტივალ "საჩუქარზე" ჩამოსვლა გადაეწყვიტათ. მათი პირველი დიდი შთაბეჭდილება ძველი თბილისი იყო. ბოდბეში ჩასვლამდე კი მათი ინტერესი ვენახში შემორჩენილმა მტევნებმა, ხოლო შემდეგ ქართულმა თონემ და პურის ცხობის პროცესმა გამოიწვია. მათ ქართული ნუგბარი ჩურჩხელა კი სამშობლოში შვილებისა და მეგობრებისთვისაც გაიყოლეს.

ლეგენდარულმა საშა ვალცმა საქართველოში მოგზაურობა რუსთაველის თეატრში სპექტაკლის წარდგენითა და დიდი აპლოდისმენტებით დაასრულა.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები