22:32
7 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და კონტრაზვერვის დეპატრამენტის დირექტორმა მუხთარლის საქმის გამო თანამდებობები დატოვეს
20-07-2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააჟღერა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საქმეზე ნებისმიერი შეკითხვა გამოირიცხოს.

„მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები