სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი პატარა ბავშვის წინდები, პატარა ზომის საცვლები და ბიუსტჰალტერის რკინებია. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩვეთ აღნიშნული ნივთები სპეციალური ბადით გარეცხოთ.არ დაგავიწყდეთ სარეცხის შეყრის წინ ტანსაცმლის ჯიბეების შემოწმება, რათა არ შეგყვეთ პატარა სათამაშოები და რკინის ფული.არ გადატვირთოთ მანქანა, გარდა იმისა, რომ ასე სარეცხი სათანადოდ ვერ გაირეცხება მანქანაც დაზიანდება.ნუ მოიხმართ ჭარბად ნადების საწინააღმდეგო საშუალებებს, ეს ნივთიერება საჭიროა, თუმცა გადაჭარბებული დოზით მისი მოხმარება თქვენს მანქანას ზიანს მიაყენებს.ნუ დატოვებთ მანქანაში სველ სარეცხს, პერიოდულად გაუწმინდეთ რეზინი, ფხვნილის კონტეინერი, ფილტრი და გაანიავეთ.რეგულარულად გაასუფთავეთ მიკროტალღური ღუმელი, მოაშორეთ ცხიმები.გახსოვდეთ, მიკროტალღური ღუმელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაირთოს თუ შიგნით რამეა მოთავსებული, ცარიელი ღუმელის ჩართვა არ შეიძლება.ნუ გამოიყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ არის განკუთვნილი მიკროტალღურისთვის.ნუ გააცხელებთ 50 გრ-ზე ნაკლებ პროდუქტს, თუ პროდუქტი მსუბუქია გვერდით პატარა წყლით სავსე ჭიქა მოათავსეთ.ყურადღება მიაქციეთ, რომ მაღალი ჭურჭელი არ მიედოს მანქანის მბრუნავ ნაწილს.აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური მარილი, რომელიც არბილებს ხისტ წყალს.ჭურჭლის ჩატვირთვის წინ აუცილებლად მოაშორეთ თეფშებს მსხვილი ნარჩენები.თუ ჭურჭელი კარგად არ გაირეცხა ეს არ არის მანქანის ბრალი, ალბათ არასწორად ჩატვირთეთ ჭურჭელი და შეცდომით შეარჩიეთ პროგრამა.