ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
დღეში 200 გრ (2,5 პორცია) ხილისა და ბოსტნეულის მიღება გულის დაავადებათა რისკს 16%-ით, ინსულტის-18%, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების 13%, კიბოს 4%, ხოლო უეცარი სიკვდილის რისკს 15%-ით ამცირებს.