ულტრაბგერითი კვლება არ არის იონიზებული გამოსხივება, რომელიც დეენემს აზიანებს და მონაცემების დიდი მოცულობა, რომელიც დღეს ექიმებს აქვთ, აჩვენებს, რომ ის არანაირ უარყოფით გავლენას ქალზე ან ნაყოფზე არ ახდენს. თუმცა, ულტრაბგერითი კვლევის გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ექიმი ნიშნავს.ორსულებისთვის რენტგენის რისკს, მისი გაკეთების აუცილებლობა გარემოებებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რენტგენოგრაფიას ზიანზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ პროცედურის დროს მუცლის დასხივების შემცირება შესაძლებელია, მაგალითად, თუ პაციენტს ფოტოს ზურგიდან გადაუღებენ.თავის, კისრის, მკერდის და კიდურების რენტგენოგრაფია არანაირ განსაკუთრებულ ზიანს ნაყოფს არ აყენებს, განსაკუთრებით დამცავი ტყვიის წინსაფრის გამოყენების შემთხვევაში. მუცლის დაფარვის შემთხვევაში შედარებით უვნებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილების კომპიუტერული ტომოგრაფიაც. გარდა ამისა, სხივური დატვირთვის შესამცირებლად შეიძლება შედარებით დაბალი ხარისხის ტომოგრაფიის გაკეთებაც.შთანთქმული რადიაციის 0,05 გრეი დოზა ფეხმძიმე ქალისთვის - ნერვიულობის საბაბი არ არის. და კვლევების უმრავლესობა ამ ზღვარს არ სცდება. 14 დღემდე ორსულობისას 0,1 გრეი (10 რად) დოზას მოსდევს ან ემბრიონის „გაწოვა“, ან მასზე საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს. ორსულობის უფრო გვიან ეტაპზე ასეთი გამოსხივება ზრდის ნაყოფის შეფერხებებით განვითარების რისკს, ბავშვს განვითარების თანდაყოფილილი დეფექტები და შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები ექნება. დასხივება 20-25 კვირის შემდეგ, შედარებით უსაფრთხოა.