სასამართლოზე ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილია 2003 წელში, ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება - სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს - ლევან გოგიჩაიშვილი - Palitra News

სასამართლოზე ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ჩარჩენილია 2003 წელში, ვუსმენდი ადამიანს, რომელსაც სინანული არასდროს ექნება - სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს - ლევან გოგიჩაიშვილი

2021-12-01 13:56:43+04:00

ლევან მურუსიძე იმიტომ კი არ სჭირდებათ, რომ ის რაღაც სამართალს უზრუნველყოფს, მურუსიძე სჭირდებათ, როგორც მონა - როცა დასჭირდებათ ხელი მოაწერინონ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ არ მოსწონს დღეს არსებული სასამართლო სისტემა, მიზეზი უნდა დააკონკრეტოს. ამასთან, მისი თქმით, „სააკაშვილი არის იქ, სადაც უნდა იყოს“.