ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი - დ.ღ. პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.