20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოპოზიციონეტი პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი გამოკითხეს. დაკთხვის პროცედურა სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით წარიმართა. ღლონტის განცხადებით, ამ ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთადერთ ინფორმაციას ფლობს, რომ ეს იყო ანტისაოკუპაციო, ქართველთა ღირსების გამოძახილი აქცია. მისივე თქმით, ეს იყო თავიდან ბოლომდე სრულიად თავისუფალი მოქალაქეების, თვითორგანიზებული, ანტისაოკუპაციო მიტინგი. აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში ხატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძეც გამოკითხეს.